ბარალეთის N1 სკოლის მოსწავლეებმა ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების მიხედვით, თეატრალური წარმოდგენა დადგეს
22-04-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული.

ამჯერად, I, II და III კლასების მოსწავლეებმა, ცნობილი სომეხი მწერლის - ჰოვანეს თუმანიანის ზღაპრების მიხედვით, თეატრალური წარმოდგენა დადგეს.

ბავშვებმა დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით შეასრულეს როლები. მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

„მათ იციან, რომ ზღაპრის ბოლო ყოველთვის სიკეთით მთავრდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასების პედაგოგი სილვა ბერუიჯანიანი. მისი დამსახურებით და მოსწავლეების  მონდომებით დამსწრე საზოგადოებამ ძალიან საინტერესო და  ემოციებით სავსე წარმოდგენა იხილა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203