„მეგრული სამზარეულოს დღე - კონკურსი“ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში
22-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან, საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-5 კლასში, სასწავლო პროექტის ფარგლებში, „მეგრული სამზარეულოს დღე - კონკურსი“ ჩატარდა.

მოსწავლეებმა, მეგრული სამზარეულოს შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, მეგრული კერძები მოამზადეს და კლასში წარადგინეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი. მათ საჭირო ცოდნა, გამოცდილება მიიღეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

აღნიშნულ პროექტს ხელმძღვანელობდა ისტორიის მასწავლებელი ნინო სურმავა.

მსგავსი პროექტები და აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203