„ხელნაწერების კვალდაკვალ“- ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
22-04-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენის კვირეული გაიმართა. 

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში, მე-8 კლასში პროექტი - „ხელნაწერების კვალდაკვალ“ განხორციელდა. მოსწავლეებმა პრეზენტაციები ჯრუჭის, პარხლისა და ადიშის ოთხთავებზე მოამზადეს. მათ ხელნაწერების თავგადასავლებსა და მათ სიწმინდეზე ისაუბრეს.

გარდა ამისა, მათ შექმნეს საკლასო გაზეთი, სახელოვანი. მერვეკლასელებმა ბარბარიზმების მომძლავრებაზე ისაუბრეს, პოეტების ლექსებით ქართულ ენას მოეფერნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს.

პროექტი, რომელსაც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - ნატალია შოთაძე უძღვებოდა, შეფასების რუბრიკებითა და ქვიზებით შეჯამდა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203