დაბლაციხის საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიის ყოფა-ცხოვრებაში გამოყენების მაგალითები განიხილეს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს აქტიურად აღნიშნავს.
ამჯერად, სკოლაში, დედამიწის დღის აღსანიშნავად, პროექტ - „ჩვენ და გარემოს“ ფარგლებში, ეკოკლუბის წევრების შეხვედრაზე, ყოფა-ცხოვრებაში ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგიის გამოყენების მაგალითები განიხილეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით, მზის ენერგიაზე მომუშავე მოწყობილობების უპირატესობები განიხილეს. ღონისძიების ორგანიზატორი ეკოკლუბის კურატორი მაია ჩხიკვაძე გახლდათ.
შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და ცოდნა გაიღრმავეს.
იხილეთ ფოტოები: