ბეჟანოს საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფესიის შესახებ კედლის გაზეთი შექმნეს
22-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებლები გაკვეთილებს სხვადასხვა აქტივობითა და რესურსით ამრავალფეროვნებენ. შედეგად, გაკვეთილებს მოსწავლეებიც დიდი ინტერესითა და მონდომებით სწავლობენ.
ამჯერად, პედაგოგმა - გუანნა მკოიანმა მეოთხე კლასში ძალიან საინტერესო გაკვეთილები ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა სხვადასხვა პროფესიაზე ინფორმაცია შეიტყვეს, შემდეგ კი კედლის გაზეთი დაამზადეს.
„მოსწავლეებმა 16 პროფესია დაიმახსოვრეს, შემდეგ თემატური ლექსები ისწავლეს და თავიანთი მომავალი პროფესიები აირჩიეს“,- გვიყვება მასწავლებელი გუანნა მკოიანი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს