
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოს დაცვის მნიშვნელობასა და აუცილებლობას ნათლად აცნობიერებენ.
ამის დასტურია ისიც, რომ ისინი არაერთ თემატურ აქტივობაში მონაწილეობენ. ამჯერად, სკოლის თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრი მე-7 - მე-11 კლასის მოსწავლეები სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, „სადაგთან“ ერთად, ორგანიზებულ დასუფთავების აქციას დიდი ხალისით შეუერთდნენ.
მოსწავლეებმა და პედაგოგებმა, რომლებსაც თან ახლდათ სკოლის ექიმი, მარაბდის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს, რაშიც პარტნიორი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული დასუფთავებისთვის საჭირო რესურსები გამოიყენეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დასუფთავების აქციამ საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა. მოსწავლეებმა შეაგროვეს ნაგავი და სანაგვე ურნებში განათავსეს. შემდეგ კი, მოსწავლეებმა ორგანიზაცია „სადაგის“ მიერ გაგზავნიი ტკბილეული სიამოვნებით მიირთვეს.
„მადლობა სამოქალაქო განათლების პროგრამას, პარტნიორ ორგანიზაციებსა და სადაგს“,- ამბონენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: