ზინობიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს თითოეულ კუთხე-კუნჭულს შემოქმედებითი ნომრებით „მოეფერნენ“
22-04-2024
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში საინტერესო, მოსწავლეთა მამოტივირებელი და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ეწყობა. 

ამჯერად კი, ისტორიის მასწავლებლის - თამარ ჩაჩანიძისა და სკოლის თვითმართველობის წევრების - ანა ზანდარაშვილისა და ლიზი ფოლადაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გაიმართა, რომლითაც მოსწავლეებმა თქვეს:

„ნაკუწ- ნაკუწ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ კი არა,
საქართველო ჰყვავის ყველაფრიანად,
გაუმარჯოს საქართველოს მთლიანად!
გაუმარჯოს ქართველ ხალხის მოთმინების ფიალას“.

სკოლის მოსწავლეები, სკეჩებით, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მოეფერნენ საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულს: ქართლ-კახეთს, რაჭა-ლეჩხუმს, იმერეთს, გურიას, სამეგრელოს, აჭარას, სვანეთს, ხევსურეთს და განსაკუთრებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს.

ღონისძიებას სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა. მათ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მიღებული შთაბეჭდილებებისთვის, მადლობა გადაუხადეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203