„მეწარმეობის ბაზარი“ - ქუთაისის N7 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრთა საინტერესო ინიციატივა
22-04-2024

ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა თვითმმართველობის და სამოქალაქო კლუბის წევრები სხვადასხვა სიანტერესო პროექტს ახორციელებენ.

ამჯერად, მათი ინიციატივით, პროექტი „მეწარმეობა“, საინტერესო აქტივობით - „მეწარმეობის ბაზარი“ დაგვირგვინდა. ბავშვები აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ენთუზიაზმით იყვნენ ჩართულნი.

საქველმოქმედო მიზნით, სკოლაში მოეწყო მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ინიციატივის წარმატებით განხორციელებას მოსწავლეებთან ერთად ხელმძღვანელობდა ხელოვნების პედაგოგი ინგა კვერნაძე. სამოქალაქო განათლების პედაგოგი კი ზაირა ტყაბლაძე გახლავთ.

მოსწავლეთა თვითმმართველობამ მეწარმეობის ბაზრის მოწყობისთვის სკოლის დირექციასთან ითანამშრომლა.

სკოლაში, სასკოლო საზოგადოებას: მოსწავლეებს, მშობლებს, მასწავლებლებსა და კლასის დამრიგებლებს ჩართულობისთვის დიდ მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობისა და მოტივაციის გაზრდას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203