ჯვარის N3 საჯარო სკოლის მე-4 კლასელთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი ღონისძიება
24-04-2024
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ეროვნულ ღირებულებაზე ზრდიან და ქვეყნისათვის მნიშვნელოვან თარიღებს განსაკუთრებულად აღნიშნავენ. 

გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა, რომელსაც მრავალფეროვანი ღონისძიება მიეძღვნა IV კლასში.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას პედაგოგი ფატიმა ჭანტურია ხელმძღვანელობდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით იყვნენ ჩართულნი. 

მოსწავლეებმა ამ დღის არსი და მნიშვნელობა გაიაზრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ენის არსებობს ქვეყნის თვითმყოფადობისთვის. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203