ჯვარის N3 სკოლის პირველი კლასის მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ღონისძიება აჩუქეს 
23-04-2024
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N3 საჯარო სკოლის ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სხვადასხვა სასკოლო აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან. 

ისინი მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის აღნიშნავენ. გამონაკლისი არც გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, პირველ კლასში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ზეიმი მშობლებისა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით მოეწყო. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიების მთავარი მიზანი პირველი კლასის მოსწავლეთა მშობლების გაცნობა და დაახლოება იყო, რაც სხვადასხვა სახალისო აქტივობებში მშობელთა ჩართულობით, ძალიან მარტივად მოხერხდა. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და საყვარელი დედიკოები გაახარეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203