ალისუბნის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვანი ღონისძიებები საინტერესოდ აღნიშნეს
31-05-2018

ალისუბნის N1 საჯარო სკოლში სხვადასხვა სახის ღონისძიება აქტიურად ტარდება. 

სკოლაში „ვეფხისტყაოსანი 850“-ის ფარგლებში თეატრალური შუადღე  მოეწყო.

წარმოდგენაში VII-VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ (ხელმძღვანელები: ტატიანა შუღლაძე და დემურ ყვავაძე). 

14 აპრილს I-IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით შედგა დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია „ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა!“ (ხელმძღვანელი: ვერიკო ფოცხვერაშვილი). 

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიება სკანდას ციხეზე გაიმართა.

ღონისძიებაში ალისუბნის N1 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლეებმა 1958-78 წლების მოვლენათა ამსახველი ლიტარატურულ-მუსიკალურ კომპოზიცია წარმოადგინეს (ხელმძღვანელი: დემურ ყვავაძე). 

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203