ვალის N4 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლე სალომე კობაიძემ შაშის შეჯიბრში წარმატებით იასპარეზა
22-04-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას მოსწავლეებში დიდი ყურადღება ექცევა.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სპორტის მასწავლებელი გელა აზირაშვილი განსაკუთრებით ცდილობს, რომ ბევრი მოსწავლე დაკავდეს სპორტით და სპორტულ ცხოვრებას პოპულარიზაცია გაუწიოს. სწორედ ამიტომ, სკოლაში ხშირად ტარდება მრავალფეროვანი სპორტული ღონისძიებები, შიდასასკოლო შეჯიბრებები. მოსწავლეები ასევე მონაწილეობენ რაიონულ კონკურსებშიც.

ამჯერად, ბავშვები, მუნიციპალიტეტის პირველობაზე საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეთა შორის, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებულ შაშის შეჯიბრში მონაწილეობდნენ.

აღნიშნულ შეჯიბრში II ადგილი დაიკავა სკოლის VI კლასის მოსწავლემ - სალომე კობაიძემ და მას გადაეცა სიგელი, მედალი და ფასიანი საჩუქარი.

სკოლაში, მოსწავლეს - სალომე კობაიძეს ამ გამარჯვებას ულოცავენ და მომავალშიც წარმატებებს უსურვებენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203