დაბაძველის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საზეიმოდ აღინიშნა
22-04-2024
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო საჯარო სკოლაში დედაენის დღე აღინიშნა.
თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაშიც თითოეული მოსწავლე დიდი პასუხისმგებლობითა და მონდომებით ჩაერთო.
მათ ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს, შესაძლებლობი გამოავლინეს და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი გამართეს. გარდა ამისა, აღნიშნული თარიღის შესახებ ისაუბრეს.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს