თბილისის N37 საჯარო სკოლაში დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული მიეძღვნა
22-04-2024

თბილისის N37 საჯარო სკოლაში დედაენის დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.

სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი კვირეული ქართული ენის კათედრამ დაგეგმა, რომელიც 20 აპრილს დასრულდა.

„საგაკვეთილო თუ არაფორმალურ გარემოში 14 აპრილი განსაკუთრებული აქტივობებით აღინიშნა სკოლის სამივე საფეხურზე“ , - აღნიშნავენ სკოლაში.

შთამბეჭდავი აღმოჩნდა II კლასის (მასწავლებელი:მაია რურუა) მხატვრული ღონისძიება და მოსწავლეთა შესრულებული „გაცოცხლებული ასოების“ გამოფენა. 

I კლასში(მასწავლებელი: ია გუჯეჯიანი), მოსწავლეებმა თავიანთი ხელით შექმნეს ქართული ანბანის ასოები და „ანბანთქებით“ გააცნეს ისინი სტუმრებს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ასევე კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა IV კლასში (მასწავლებელი: თამარ ჩხაიძე). კალიგრაფიის კონკურსში საბაზო საფეხურის მოსწავლეებიც ჩაერთნენ. გამარჯვებული ნორჩი კალიგრაფები დაჯილდოვდნენ სიგელებით. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა ნაწილი დედაენის პარკს ესტუმრა და ყვავილებით შეამკო დედაენის ძეგლი.

აქტივობები ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203