თორიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
22-04-2024
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში საინტერესო და მოსწავლეთა მამოტივირებელი აქტივობები ხშირად ეწყობა. 

ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“ გაიმართა, რომელსაც ისტორიის მასწავლებელი - მკრტიჩ ლოქიანი ხელმძღვანელობდა. 

თამაშში სამი შვიდკაციანი გუნდი მონაწილეობდა, რომელთა შემადგენლობაში მე-8 - მე-12 კლასების მოსწავლეები იყვნენ. მათ კითხვებს სხვადასხვა საგნიდან უპასუხეს. ასევე, მონაწილეებს ცნობილი ადამიანების სურათებისა და სიმბოლოების გამოცნობა მოუწიათ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ შეჯიბრს თავი ძალიან კარგად გაართვეს. გამარჯვება კი გუნდმა - „ლიდერები“ მოიპოვა, რომლის წევრებსაც სიგელები გადაეცათ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203