წერეთელის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ვაჟა-ფშაველას შემოქმედება საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო პროცესს სხვადასხვა საინტერესო აქტივობით ამრავალფეროვნებენ.
ამჯერად, XI კლასის მოსწავლეებმა დიდი ქართველი მწერლის - ვაჟა-ფშაველას შემოქმედების ნაწილი შეისწავლეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, „თემი და პიროვნება“, „ბუნება ვაჟას შემოქმედებაში“, „ჰუმანიზმი და ბრძოლა პიროვნული თავისუფლებისთვის“ - სწორედ ეს იყო ის თემები, რომლებზეც მასწავლებელი მარინა მაჭარაშვილი და მოსწავლეებიც სიამოვნებით საუბრობდნენ.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დიდი დაინტერესება გამოიჩინეს, მათ ვრცლად ისუაბრეს, შესაძლებლობები გამოვლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
გარდა ამისა, მეთერთმეტეკლასელებმა თემატური ნამუშევრებიც დაამზადეს.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები: