„ჩემი ზღაპარი“ - ჯვარის N1 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა მოგზაურობა ზღაპრის ჯადოსნურ სამყაროში
22-04-2024
ლუდოვიკო ჭანტურიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, პროექტის - „ზღაპრის პორტფოლიო“ მეორე სესია - „ჩემი ზღაპარი“ გაიმართა. მასში მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები და ცოდნა გამოავლინეს, ზღაპრები წაიკითხეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს. 

აღსანიშნავია, რომ აქტივობა ძალიან საინტერესო იყო, რაზეც მოსწავლეთა ჩართულობა ნათლად მეტყველებდა. 

ჯვარის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი კი ახალი თობის განვითარებსასა და ცოდნის გაღრმავებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203