ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლის ინგლისური ენის კლუბის დედამიწის დღისადმი მიძღვნილი საინტერესო აქტივობები
22-04-2024
გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კლუბი - English club speaking hub აქტიურად ფუნქციონირებს.

აღნიშნული კლუბი არაერთი საინტერესო ღონისძიების ინიციატორი და შემსრულებელია. ამჯერად, სოციალური პროექტის ფარგლებში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი აქტივობები ხორციელდება. მათი მიზანია იმოქმედონ გაეროს მდგრადი განვითარების მე-15 მიზნის (დედამიწის ეკოსისტემები) განვითარებისათვის.

პროექტზე მუშაობენ:

  • კლუბის წევრები, მოსწავლეები;
  • ანა კაკაჩია - გეოგრაფიის მასწავლებელი;
  • რუსუდან არახამია - მუსიკის მასწავლებელი;
  • თამარ მაქაცარია - ინგლისური ენის მასწავლებელი;
  • მადონა დიდიშვილი - ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
მოსწავლეთა ლაშქრობა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, გეოგრაფიის მასწავლებელმა ანა კაკაჩიამ მოაწყო. მანვე ჩაატარა მინი ლექცია - „ჯიხა (ჭაქვინჯის) ციხის ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობის მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული ლეგენდები“. მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერი. მათ მასწავლებელთან ერთად, ჭაქვინჯის ჯიხა (ციხე) მოინახულეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის წევრები სწავლობენ სიმღერას (ჟესტებით) - Save the planet. მუსიკალურ გაფორმებაზე, ტექსტისა და ჟესტების შესწავლაზე მუსიკის მასწავლებელი რუსუდან არახამია მუშაობს.

გარდა ამისა, მოსწავლეები ამზადებენ ლეპბუკს, სლოგანით - Investing in our planet for a sustainable future. პოსტერებსა და ლეპბუკზე ისინი ინგლისური ენის მასწავლებელ თამარ მაქაცარიასთან ერთად მუშაობენ. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, ბუნების მასწავლებელ მადონა დიდიშვილის ხელმძღვანელობით, რგავენ ხეებსა და ყვავილებს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203