თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამას დაესწრნენ
22-04-2024

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო აქტივობებსა და პროექტებში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები აჭარის მუზეუმში, საგანმანათლებლო პროგრამაში - „ცხოველთა სამყარო აჭარაში“, მონაწილეობდნენ.

ბავშვები საინტერესო ინფორმაციებს გაეცნენ, საჭირო ცოდნა მიიღეს. მათ განწყობა და მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლდათ.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

აღნიშნული კლასის დამრიგებელი ნარგიზ გაბრუშიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203