კუჭატნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს კვირეული მიეძღვნა
22-04-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

სკოლაში, დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა, რომლის ფარგლებში, ბავშვებმა უამრავი აქტივობა განახორციელეს.

ერთ-ერთი ასეთი აქტივობა იყო ამ დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიება, რომელიც სკოლის ეკოკლუბის ორგანიზებით გაიმართა. მასში, ყველა კლასიდან იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები.

ღონისძიება მოიცავდა რამდენიმე სახალისო აქტივობას დედამიწის თემატიკაზე, მათ შორის იყო: ფაზლების აწყობა, გაფერადება, ნარჩენების სეპარაცია, სიტყვების აწყობა.

ბავშვები ხალისით და მონდომებით ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს. თითოეულ აქტივობას ობიექტური ჟიური აფასებდა.

სულ მონაწილეობდა 4 გუნდი. აქედან გამარჯვებული გუნდი დირექციისგან დასაჩუქრდა წიგნებით. 

ყველა მონაწილეს, მათ შორის, ჟიურის წევრებს და სხვა დამხმარე მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. 

„ბავშვებმა, თავის მხრივ,გამოხატეს მზადყოფნა, ხშირად მიიღონ მონაწილეობა ასეთ სახალისო აქტივობებსა და თამაშებში“, - გვიყვებიან სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203