ხონის N2 სკოლის მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრში ნაჩვენები ბრწყინვალე შედეგისთვის დაჯილდოვდნენ
23-04-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ და შემეცნებით კონკურსში აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა გუნდურ-ინტელექტუალურ შეჯიბრში მიაღწიეს წარმატებას. 

მოსწავლეები - მართა შათირიშვილი, გიორგი უგულავა, გაბრიელ ჩინჩალაძე, იოვანე კოპალიანი, თომა ქუთათელაძე გუნდურ ინტელექტუალურ შეჯიბრში - „ტვინების ბრძოლა“ მონაწილეობისთვის დიპლომებით დაჯილდოვდნენ. მათ საქართველოს ჩემპიონატის საქალაქო პირველობაზე ბრწყინვალე შედეგი აჩვენეს.

ასევე, დიპლომებით დაჯილდოვდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები - ელენე ბახტაძე, ოთარ გოფოძე, დათო იოსელიანი, ივერი ჭავჭანიძე, გიორგი ბახტაძე, სამოქალაქო პირველობაზე ნაჩვენები უმაღლესი შედეგისთვის.

ხოლო კლასის დამრიგებლებს - მარიზა კინწურაშვილსა და ნათია ბარდაველიძეს მადლობის სიგელები გადაეცათ.

„გილოცავთ ყოჩაღებო, სკოლა ამაყობს თქვენით!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებას მუდამ აღნიშნავენ და მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203