ხონის N2 საჯარო სკოლის STEM კლუბი „ევრიკა“ არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს
22-04-2024
აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლაში STEM კლუბი „ევრიკა“ აქტიურად მუშაობს.

მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა განახორციელეს. მათ არდუინოს დაპროგრამებით სხვადასხვა მოწყობილობები აამუშავეს და STEM საგანმანათლებლო პროექტების კონკურსში პირველი ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ნახევარფინალში გადასასვლელად პროექტზე მუშაობა დაასრულეს.

კლუბის ხელმძღვანელები - კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჩხენკელი და ფიზიკის პედაგოგი ციალა ჩარგეიშვილი არიან. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203