ხონის N2 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ელენე ბახტაძის წარმატება საგანმანათლებლო კონკურსში 
22-04-2024

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად არიან ჩართულნი და წარმატებასაც აღწევენ.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-8 კლასის მოსწავლის - ელენე ბახტაძის წარმატება, რომელიც „ქი ქონსალთინგის“ (KEY CONSULTING) ლიდერთა სკოლის პროექტის - „50 ლიდერი მოსწავლე“, საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე, დამსწრე აუდიტორიის წინაშე, როგორც საუკეთესო მონაწილე შემაჯამებელი, საჯარო მოხსენებით გამოვიდა, დიდი მოწონება და სერტიფიკატი დაიმსახურა.

სკოლაში მოსწავლის წარმატება ახარებთ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

„გილოცავთ ელენე, კიდევ ბევრჯერ გესახელებინოს შენი სკოლა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203