„მეორე სიცოცხლე“ - თბილისის N61 საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო პრეზენტაცია მიეძღვნა
22-04-2024

თბილისის N61 საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო კათედრაზე დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გაიმართა პროექტის - „მეორე სიცოცხლე“ პრეზენტაცია.

მასში მონაწილეობდნენ მე-6 კლასის მოსწავლეები, კომპანია „ტენე“ და პედაგოგები - რუსუდან მარკოზაშვილი, მაკა წიკლაური.

პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებში ნარჩენების მართვის კუთხით ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება იყო.

მოსწავლეებმა, აღნიშნულ დღეს, კიდევ ერთხელ გაიზარეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბუნების მოვლა და მასზე ზრუნვა. მათ საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203