არბოს საჯარო სკოლაში VII, VIII და IX კლასების მოსწავლეთა შორის, მინი ფეხბურთში, ამხანაგური შეხვედრა გაიმართა
22-04-2024
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამ მიზნით კი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი თემატური ღონისძიება ეწყობა. ამჯერად კი, მინი ფეხბურთში VII, VIII და IX კლასებს შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა. 

მოსწავლეები მის მიმდინარეობაში მონდომებით ჩაერთნენ, მათ ფორმები ჩაიცვეს, მოედანზე სპორტული შესაძლებლობები გამოვალინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ღირსეულად იასპარეზეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203