არბოს საჯარო სკოლაში ქართველი გმირი ქალების გაცნობისა და მათი თავდადების წარმოჩენის მიზნით, საინტერესო ღონისძიება გაიმართა
22-04-2024
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოს საჯარო სკოლის მასწავლებლები, სხვადასხვა მიმართულებით, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ქართველი გმირი ქალების გაცნობასა და მათი თავდადების წარმოჩენას ემსახურებოდა ღონისძიება, რომელიც სკოლაში ახლახან გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები, ისტორიის მასწავლებელ ირმა ჭამპურიძის ხელმძღვანელობით, დიდი მონდომებით, ინტერესითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და საინტერესოდ ისაუბრეს. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა და შეიძლება თამამად ითქვას, რომ მისი მიზანი მიღწეულია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203