„რატომ უნდა ვიკითხოთ კლასიკოსები?“- ორბელის საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლეთა საინტერესო გაკვეთილი
22-04-2024
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორბელის საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავს.

ამჯერად, წიგნიერების დონის ამაღლებისა და კითხვისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, მერვე კლასის მოსწავლეებთან, ქართული ენისა და ლიტერატურის კომპლექსური გაკვეთილი - „რატომ უნდა ვიკითხოთ კლასიკოსები?“ ჩატარდა. გაკვეთილს მასწავლებელი ლალი ჭაბუკიანი უძღვებოდა.

მოსწავლეებმა წაკითხული წიგნების: ჯორჯ ორეულის „1984-ის“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობის“, ჰენრი რაიდერ ჰაგარდის „მონტესუმას ასულის“, ირაკლი არიშვილის „დასაწყისის დასასრულისა“ და ნიკო ლორთქიფანიძის „თავსაფრიანი დედაკაცის“ შესახებ ისუაბრეს.

მათ წაკითხული წიგნის ლოგო, ანოტაცია შექმნეს. გარდა ამისა, პერსონაჟის მხატვრულ სახეზე ისაუბრეს, გულის სქემა შეავსეს და ინტელექტუალური, სახალისო აქტივობები შეასრულეს. 

გაკვეთილმა დიდი წარმატებით ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203