მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მინი ფეხბურთის შეჯიბრში გაიმარჯვეს
22-04-2024
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში მრავალმხრვი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ახლახან, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლაში მინი ფეხბურთში სპორტული ღონისძიება გაიმართა. მასში ჭიათურის N4, მანდაეთის, უსახელოს, სვერისა და წყალშავის საჯარო სკოლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა ღირსეულად იასპარეზეს, შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. საბოლოოდ, სკოლებს შორის გამარჯვება მანდაეთის საჯარო სკოლამ მოიპოვა.

„ვულოცავთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს და სპორტის მასწავლებელს - იმედა გოგოლაძეს ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ წარმატებებს მომავალშიც“,- ამბობენ მანდაეთის საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203