ქუთაისის N38 სკოლაში ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მამოტივირებელი არაერთი აქტივობა ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო კონკურსი, სამ ასაკობრივ კატეგორიაში, გაიმართა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცოდნა გაიღრმავეს.
სამივე ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. I ასაკობრივი კატეგორიაში გამარჯვება V კლასის გუნდმა „გონიერებმა“ მოიპოვა, მისი წევრები არიან:
- ნიკოლოზ სარალიძე;
- დათი ჩარჩხალია;
- ზურაბ კერესელიძე;
- დემეტრე ზაუტაშვილი;
- მათე საკანდელიძე.
II ასაკობრივ კატეგორიაში პირველი ადგილი VIIა კლასის გუნდმა - „მებრძოლები“ დაიკავა, რომლის წევრები არიან:
- საბა პატარიძე;
- ლუკა სარალიძე;
- ივანე ადეიშვილი;
- ანა კურტანიძე;
- თამუნა ფხაკაძე.
ხოლო III ასაკობრივ კატეგორიაში X
ბ კლასის გუნდმა - „მეგა ტვინი“ გაიმარჯვა, მისი წევრები არიან:
- დავით ასათიანი;
- თამარ ჭელიძე;
- ნიკოლოზ ხუჯაძე;
- ინა ჯანგავაძე;
- ქეთი ამბროლაძე.
აღსანიშნავია, რომ ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: