ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის VI კლასის მოსწავლეებმა საშუალო არითმეტიკულის გამოთვლა საინტერესო და სახალისო აქტივობებით ისწავლეს
23-04-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და ხალისიანად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციისა და საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს და წარმტაც სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, ასეთი საინტერესო VI კლასში, მათემატიკის გაკვეთილი იყო, სადაც მოსწავლეებმა შესაძლებლობები და სხარტი აზროვნება წარმოაჩინეს. გაკვეთილის თემა - „საშუალო არითმეტიკული“ გახლდათ, სადაც მოსწავლეებს უნდა გამოეთვალათ ქართველი ფეხბურთელების საშუალო სიმაღლე.

გაკვეთილმა საინტერესოდ და ხალისიანად ჩაიარა. 

აქტივობებში, ისინი დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები, აქტივობები მოსწავლეებს სხარტი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203