ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ დამალის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულნი.
ამჯერად, დამალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლაში მიმდინარე რემონტის გამო, მორიგი ღონისძიება სოფელ დამალის კულტურის სახლში გამართეს.
ღონისძიების სათაური იყო „გაზაფხული სიყვარულია, სიყვარული დედობაა“, სადაც მოსწავლეებმა წარადგინეს ლამაზი ნომრები, სიმღერები, ცეკვები და ლექსები.
„სიყვარული მოთმინებაა და წმინდა, სიყვარული ლამაზია და წრფელი, სიყვარული ჭეშმარიტია და წრფელი, სიყვარული კეთილია და ანთებულ ჩრდილებს სძენს ცხოვრებას, სიყვარულის სრულყოფილება დედობრივ სიყვარულშია“, - ეს სიტყვები გაჟღერდა ღონისძიებაზე.
ღონისძიება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო.
სკოლაში, მოსწავლეებს ლამაზ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ.
„მოსწავლეებს ხალისიან და ღიმილიან მომავალს ვუსურვებთ. დიდი მადლობა ხელმძღვანელს სოფელ დამალის საჯარო სკოლის მუსიკის მასწავლებელს ვარსენიკ საღათელიანს. ნაყოფიერ პროფესიულ საქმიანობას და კიდევ მრავალ საინტერესო ღონისძიებებს ვუსურვებთ მას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: