დარჩიძეების საჯარო სკოლის დირექტორმა - დავით სურმანიძემ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა
თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი დირექტორი - დავით სურმანიძე უძღვება, რომელსაც სასკოლო საზოგადოებასთან მჭიდრო კონტაქტი აქვს.
ახლახან, დავით სურმანიძემ პედაგოგებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მან შეხვედრაზე მუნიციპალური კონკურსის შედეგებზე ისაუბრა და კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს: გოგი სურმანიძეს (გეოგრაფია), ნატო ცეცხლაძეს (ბიოლოგია) და ნათია ცეცხლაძეს (ისტორია-სამოქალაქო) შემდეგ ტურში გადასვლა მიულოცა.
გარდა ამისა, დირექტორმა პედაგოგებს მოუწოდა, რომ მასწავლებელთა მეექვსე მუნიციპალურ კონფერენციაში ჩაერთონ.
„კარგი შედეგისთვის საჭიროა გულმოდგინედ მუშაობა როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების მხრიდან, ყველა მიმართულებით“,- აღნიშნა შეხვედრაზე სკოლის დირექტორმა დავით სურმანიძემ.
იხილეთ ფოტოები: