ორჯის საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
19-04-2024
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სასკოლო საზოგადოებამ სომეხი პოეტისა და თარჯიმნის ჰამო საჰიანის 110 წლის იუბილე აღნიშნა. თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში სომხური ენის მასწავლებელ ლუსინე პაპოიანის ინიციატივით, ლიტერატურული საღამო გაიმართა.  მასში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ. მათ მოღვაწის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა გამოავლინეს.

დამსწრე საზოგადოებას მოსწავლეებმა ჰამო საჰიანის ბიოგრაფიას გააცნეს, მისი ლექსები და ნაწარმოებები წაიკითხეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ძალიან კმაყოფილები იყვნენ და ლიტერატურულმა საღამომ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203