ყვარლის N2 სკოლის ვაჟ ხელბურთელთა გუნდმა, სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურში პირველი ადგილი დაიკავა
19-04-2024
ყვარლის N2 საჯარო სკოლის ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები გამოწვევებს არ უშინდებიან და სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან.
ამჯერად, ისინი ხელბურთში რეგიონულ სასკოლო სპორტულ ოლიმპადაში მონაწილეობდნენ. შეჯიბრი ყვარლის მუნიციპალიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართა.
მის მიმდინარეობაში ვაჟ ხელბურთელთა გუნდის წევრები მონდომებითა და პასუხისმგებლობით ჩაერთნენ, სპორტული შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და პირველი ადგილი დაიკავეს.
სკოლაში მათი მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს