წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა კომპლექსური დავალება ზოოლოგიის მუზეუმში შეაჯამეს
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
ამჯერად, საბუნებისმეტყველო კვირეულის ფარგლებში, მე-7ა კლასის მოსწავლეები აწსუ-ის ზოოლოგიის მუზეუმს ესტუმრნენ, სადაც იხილეს რეალური ექსპონატები, რომელთა აგებულება სახელმძღვანელოს, ტაბულებისა და ინტერნეტის საშუალებით უკვე ისწავლეს.
მუზეუმში ბიოლოგიის მასწავლებელმა ნატალია მანდარიამ კომპლექსური დავალების - „ცხოველთა მრავალფეროვნება“ შემაჯამებელი გაკვეთილი ჩაატარა. მასში ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთო. მათ სხვადასხვა შეკითხვა დასვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს.
„მადლობა ბიოლოგიის დეპარტამენტს მასპინძლობისთვის და იმ შესაძლებლობისთვის, რომ შემაჯამებელი გაკვეთილი ასე გაჯერებული იყო რეალური ექსპონატებით.
ისეთი დადებითად დამუხტული წამოვიდნენ ჩემი ბარტყები და ვიდეოზე იხილეთ განწყობა“,- ამბობს მასწავლებელი.
იხილეთ ფოტო და ვიდეო: