ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი გაიმართა
19-04-2024
ქუთაისის N10 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სახის შეჯიბრში მონდომებით ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლაში გუნდური ინტელექტუალური შეჯიბრი - „ტვინების ბრძოლა“ ჩატარდა. მასში სამივე საფეხურის - დაწყებითი, საბაზო და საშუალო მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, კითხვებს უპასუხეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

შედეგად კი, სამივე ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ. პირველადგილოსანმა გუნდებმა სკოლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს და გამარჯვების დამადასტურებელი დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ღონსძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203