მეგრული სამზარეულოს პრეზენტაცია და შემეცნებითი აქტივობები - საგურამოს საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა საინტერესო გაკვეთილი
19-04-2024

დავით გურამიშვილის სახელობის მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საგურამოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მათ სურვილებს მორგებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ და მათში სწავლისადმი ინტერესს აღვივებენ

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა და საგნის „ჩვენი საქართველოს“. მასწავლებელმა, ლაურა ქრისტესიაშვილმა საინტერესო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარეს.

გაკვეთილზე მოსწასვლეებმა წარადგინეს დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე-სამეგრელო. ისაუბრეს სამეგრელოს ისტორიასა და ღირსშესანიშნაობებზე და მეგრული სამზარეულოს პრეზენტაციაც მოაწყვეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გაკვეთილი საინტერესო და ემოციებით დატვირთული გამოვიდა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203