
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო, მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში, მუსიკის მასწავლებელმა - ანჟელა ეგიზარიანმა მე-8 კლასში ჩაატარა ღია გაკვეთილი თემაზე - „მუსიკალური ინსტრუმენტების გაცნობა“.
მოსწავლეებმა მოამზადეს უამრავი ინფორმაცია სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის შესახებ, როგორიცაა ვიოლინო, დოლი, ფლეიტა და სხვა მუსიკალური ინსტრუმენტები.
ბავშვებმა, კლასში, ინსტრუმენტები დიდი ინტერესით წარადგინეს და აჩვენეს ერთმანეთს.
ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი იყო.
მსგავსი აქტივობები და გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: