ახკერპის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფილმის შექმნის შესახებ საინტერესო მასტერკლასი ჩაუტარდათ
19-04-2024
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლაში სასსწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, სკოლაში CinéDOC-Tbilisi-ის წარმომადგენლებს უმასპინძლეს. მათ მოსწავლეებს ფილმის გადაღების მასტერკლასი ჩაუტარეს, აღნიშნულ აქტივობაში ყველა დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთო. 

გარდა ამისა, სასკოლო საზოგადოებამ, სტუმრებთან ერთად, ფილმს უყურა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, მათ დრო სასიამოვნოდ გაატარეს, დამეგობრდნენ, შემდეგ კი თბილისში გაემგზავრნენ. 

შეხვედრამ ძალიან ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩაიარა, მოსწავლეებმა თემატური პოსტერიც მოამზადეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203