დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალრი თამაშის რეგიონულ ტურში პირველი ადგილი დაიკავეს
19-04-2024

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის ამაღლებას, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა შესაძლებლობებზე აისახება. 

ამჟამად, მოსწავლეებმა წარმატებას ინტელექტუალური თამაშის რეგიონულ ტურში მიაღწიეს. 

აღსანიშნავია, რომ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“, მე-8 კლასის მოსწავლეები დიდი შემართებით მონაწილეობდნენ, შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს და პირველი ადგილიც დაიკავეს. 

მოსწავლეებს მიღწეული წარმატებისთვის შესაბამისი დიპლომებიც გადაეცათ.

სკოლის დირექცია ულოცავს მოსწავლეებს მოპოვებულ გამარჯვებას და მათ წინსვლასა და წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203