„ბავშვებს უყვართ“ - ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პოსტერები შექმნეს
22-04-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობა იმართება, რომელშიც ბავშვები აქტიურად ერთვებიან.

ამჯერად, მათ საინტერესო პოსტერები შექმნეს, რომლის თემა - „ბავშვებს უყვართ“ გახლდათ. მოსწავლეებმა პოსტერებზე საინტერესო ნამუშევრები, წარწერები დაიტანეს. მათ აღნიშნეს, თუ რა უყვართ და სურთ ბავშვებს.

პოსტერების შექმნისას მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

აქტივობა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203