ნიგვზიანის საჯარო სკოლის პედაგოგები საკანცელარიო ნივთებით დასაჩუქრდნენ
19-04-2024
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, ორგანიზაციამ - „ქალები სამართლიანობისათვის“ და მისმა ადგილობრივა წარმომადგენლმა - სოფო ჭანტურიამ სკოლის პედაგოგები საკანცელარიო ნივთებით დაასაჩუქრა. 

სკოლაში საჩუქრებით გაიხარეს, ამან მასწავლებლებს კიდევ უფრო მეტი მოტივაცია შესძინა.

„გვინდა, დიდი მადლიერება გამოვხატოთ მიღებული საჩუქრებისათვის! აღსანიშნავია, რომ ამ ორგანიზაციასა და ჩვენს სოფო მასწავლებელს არაერთხელ გაუხარებია ჩვენი სკოლის მოსწავლეების გული სხვადასხვა სახის საკანცელარიო თუ მატერიალური რესურსით“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203