ჭყვიშის საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა მაცხოვრის სახელობის ეკლესია და დედაღვთისას სახელობის უძველესი ტაძრის ნანგრევები მოინახულეს
19-04-2024
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭყვიშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თარიღს შესაბამისი აქტივობა ეძღვნება. 

გამონაკლისი არც ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღე ყოფილა. ამასთან დაკავშირებით, უფროსკლასელებმა სოფელ ქვიშარში მდებარე მაცხოვრის სახელობის ეკლესია და დედაღვთისას სახელობის უძველესი ტაძრის ნანგრევები მოინახულეს. 

ისინი გასვლით აქტივობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მოსწავლეები სხვადასხვა ინფორმაცია გაეცნენ, დრო ნაყოფიერად გაატარეს, ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ და ცოდნა გაიღრმავეს. 

„ჩვენ ვიცავთ და ვიცნობთ ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას“,- ეს გზავნილი ჰქონდათ მოსწავლეებს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203