ნინოწმინდის N4 სკოლის სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობა წახალისებულია, მათი აზრი კი გათვალისწინებული 
22-04-2024

ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში, მშობელთა აზრი ყოველთვის გათვალისწინებულია. აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება ყოველთვის მნიშვნელოვან ყურადღებას ანიჭებს და პატივს სცემს თითოეულის მოსაზრებას. 

სწორედ ამიტომ, 2022-2023 სასწავლო წლის დასასრულს ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში ჩატარდა მშობელთა კრება/შეხვედრა, სადაც სკოლის წარმომადგენლებმა მათ გააცნეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, გამჭოლი კომპეტენციები, პრიორიტეტული მიმართულებები.

შეხვედრის შემდეგ მათ შეავსეს კითხვარი, რომელსაც გაუკეთდა ანალიზი და გათვალისწინდა 2023-2024 სასწავლო წლის სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრების მეშვეობით, მშობლები კარგად ეცნობიან იმ სიახლეებს და მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც სწავლის პროცესში ბავშვებმა უნდა გამოიყენონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203