„ქიმიური ელემენტების, მათი ნაერთებისა და ვიტამინების ჭარბ-ნაერთების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე“ - საბუეს სკოლაში საინტერესო კონფერენცია გაიმართა
19-04-2024

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება, რომელშიც ბავშვები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სკოლის VIII და IX კლასების მოსწავლეებმა ჩაატარეს ერთობლივი კონფერენცია თემაზე - „ქიმიური ელემენტების, მათი ნაერთების და ვიტამინების ჭარბ-ნაერთების გავლენა ადამიანის ორგანიზმზე“.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, თემის მიზანი იყო გარკვევა - რა დადებითი და უარყოფითი შედეგი შეიძლება მოუტანოს ქიმიური ნაერთების და ვიტამინების სიჭარბემ და ნაკლებობამ ადამიანის ჯანმრთელობას.

ბავშვებმა თემასთან დაკავშირებით, საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს.

კონფერენციის ორგანიზატორები პედაგოგები - ნათია კონჭოშვილი და მაგული ველიაშვილი იყვნენ.

მსგავსი გაკვეთილები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203