მენჯის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
19-04-2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი.

ამჯერად, სკოლაში შემეცნებითი ხასიათის ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. მასში მესამე - მეთორმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარებულ თამაშს სკოლის პედაგოგები უძღვებოდნენ.

მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, კითხვებს უპასუხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და ცნობიერება აიმაღლეს.

როგორც სკოალში გვიყვებიან, ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა და გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203