წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები ზოოლოგიის მუზეუმს ესტუმრნენ
22-04-2024

ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი, სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.

მე-8 კლასელები ესტუმრნენ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს, სადაც მოსწავლეებს უმასპინძლა აწსუ-ს პროფესორმა და ამავე სკოლის ბიოლოგიის მენტორმა მასწავლებელმა ნატალია მანდარიამ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეები ძალიან დაინტერესდნენ ცხოველთა მრავალფეროვნებით და გასაოცარი მასალებით, რომელიც წარმოდგენილი იყო მუზეუმში, მათ შორის მსოფლიოს ისეთი ექსპონატებით რომელიც ავსტრალიის კონტინენტზეა გავრცელებული და ხმელთაშუაზღვის მრავალფეროვანი მოლუსკების სახეობების სიმრავლით. ისინი დარწმუნდნენ ქიმიური ნივთიერების - ფორმალინის უნიკალური თვისებით, რადგანაც ათეული წლების განმავლობაში მასში შენახული ცხოველები დაუზიანებელი სახით იყო წარმოდგენილი.

სკოლაში ნატალია მანდარიას მასპინძლობისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203