ნინოწმინდის N4 სკოლის მოსწავლეებმა ქართული დროშის ისტორია საინტერესო აქტივობებით შეისწავლეს
22-04-2024
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ, რომლებშიც ისინი დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, III კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, თემაზე: „ქართული დროშა და მისი ისტორია“, საინტერესო გაკვეთილი ჩატარდა.
მოსწავლეებმა, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს, აღწერეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
მათ ასევე დროშა დახატეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცოდნის ამაღლებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს