„ნაცარქექია“- ნოქალაქევის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა თოჯინური სპექტაკლი მოაწყვეს
19-04-2024
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში შემოქმედებითი და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ. 

ამჯერად, ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე თავიანთ თანატოლებს მეოთხეკლასელებმა და ხელოვნების მასწავლებელმა - ლია კუპრეიშვილმა აჩუქეს. მათ ცნობილი ქართული ხალხური ზღაპრის - „ნაცარქექიას“ მიხედვით გადაღებული მულტიპლიკაციური ფილმის ინტერპრეტაცია გამართეს და თოჯინების სპექტაკლი - „ნაცარქექია“ დადგეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პატარა მსახიობები ოსტატურად ამოძრავებდნენ ზღაპრის მიხედვით შექმნილ თოჯინებს და უხილავად ახმოვანებდნენ მათ.

სპექტაკლს ნოქალაქევის საბავშვო ბაღის სასკოლო მზაობის ჯგუფის აღსაზრდელებიც ესწრებოდნენ. პატარებმა ძალიან იხალისეს.

სპექტაკლისათვის თოჯინები შექმნა და ინტერპრეტაცია მოამზადა ხელოვნების მასწავლებელმა ლია კუპრეიშვილმა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203