დედაენის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობები ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში
19-04-2024
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის N2 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მასშტაბურად აღინიშნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, განსაკუთრებული აქტიურობით დაწყებითებისა და ქართულის კათედრები გამორჩეოდნენ. თარიღთან დაკავშირებით, დაწყებით კლასებში კონკურსები კითხვასა და წერაში გაიმართა, ხოლო უფროსკლასელებმა თემატური პოსტერები და კედლის გაზეთები მოამზადეს.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა დედაენის ძეგლი ყვავილებით შეამკეს. მათ იქვე იმღერას და დედაენაზე ლექსები წაიკითხეს.  ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ კი, ლილი ინდუაშვილის ხელმძღვანელობით, ღონისძიებასთან ერთად, ქართული ენის დღეს გაზეთის სპეციალური ნომერი მიუძღვნა. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203